ჰომოფობია

ფილარმონიასთან "ლგბტ საქართველოს" დირექტორსა და 2 პირს მამაკაცი თავს დაესხა

თავდასხმა ფილარმონიასთან
ლევან ბერიანიძე

ლგბტ - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბერიანიძის ცნობით, თბილისის ფილარმონიასთან, დღეს, 28 აპრილს, 23:05-ზე, მას და ორ თანმხლებ პირს - გვანცა ძერყორაშვილსა და თორნიკე კუსიანს უცნობი მამაკაცი დაესხა თავს. 

ბერიანიძემ facebook-ის პირად გვერდზე თავდამსხმელის ფოტოც გამოაქვეყნა. მისივე თქმით, თავდამსხმელმა შემთხვევით გაიგო, რომ მათ სიტყვა "ჰეტეროსექსუალი" ახსენეს, რასაც გინება და ბერიანიძის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.

ამ წუთებში სამივე პირი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მესამე განყოფილებაში იმყოფება.

კომენტარები