ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეაში ამერიკისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეს 10 წელი მიუსაჯეს

AP

ჩრდილოეთ კორეაში ამერიკისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე, კიმ დონგ ჩული ჩრდილოეთ კორეაში ჯაშუშობის და სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.

გასულ თვეში კიმმა ფხენიანში, რეპორტიორების წინაშე აღიარა, რომ მას ფულს სამხრეთ კორეის უშიშროების სამსახურები უხდიდნენ.

ამერიკამ კი საკუთარი მოქალაქის დაკავებისას კომენტარის გაკეთება არ ისურვა, რადგან მათი თქმით, ამ საქმეზე სახალხოდ ლაპარაკს შეიძლება მისი გათავისუფლების პროცესი გაერთულებინა.

კომენტარები