გიორგის ბაფთა

თბილისში გიორგის ბაფთიანი რუსული მანქანები გამოჩნდნენ

რუსთავი 2

გიორგის ბაფთებითა და რუსეთ-საქართველოს დროშებით გაფორმებულმა ათამდე რუსულმა მანქანამ დღეს ლარსის საზღვარი გადმოკვეთა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. 

რუსი ტურისტები ამბობენ, რომ მათ საზღვარი უპრობლემოდ გადმოლახეს. მათივე თქმით, 9 მაისი ერთიანობის დღეა. "პატივს ვცემთ საქართველოს და გვიყვარს რუსეთი", - ამბობენ ისინი.

გიორგის ბაფთების თბილისში გამოჩენას აკრიტიკებენ პოლიტიკური მიმომხილველები. ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, ეს აღმაშფოთებელი და წინააღმდეგობაგასაწევია.

"ეს არის რუსული რბილი ძალის ნაწილი და არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც ერთ მშვენიერ დღეს მოუნდათ და გეორგიევსკის ლენტით "შეიარაღებული“ გადმოვიდნენ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. ხელისუფლება ამას უნდა დაუპირისპირდეს და ხმამაღლა თქვას, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს დროშებით, სიმბოლიკით და მით უმეტეს აგრესიული მოქალაქეების შემოსვლას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაუშვებს", - ამბობს ტაბლიაშვილი.

კომენტარები