უვიზო რეჟიმი

ევროკომისია თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოვიდა

ევროკომისია თურქეთისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა.

"ევროკომისია ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს სთავაზობს, რომ თურქეთის მოქალაქეებს სავიზო ვალდებულებები მოუხსნას, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის ხელისუფლება საგანგებო წესით შეასრულებს დარჩენილ პირობებს, რაც ვიზალიბერალიზაციის გეგმას ეხება და რომელთა შესრულების ვალდებულებაც 2016 წლის 18 მარტს აიღო", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხის ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დამტკიცების შემთხვევაში, თურქეთის მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლას 90-დღიანი ვადით შეძლებენ.

კომენტარები