ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადეს

Reuters

ბრაზილიის პრეზიდენტის, დილმა რუსეფის იმპიჩმენტის საკითხზე ბრაზილიის სენატმა გადაწყვეტილება მიიღო. რუსეფის იმპიჩმენტს მხარი 55 სენატორმა დაუჭირა, 22 სენატორი კი წინააღმდეგ წავიდა.

იმპიჩმენტის შედეგად რუსეფს ავტომატურად პოსტის 180 დღით დატოვება და სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს.

რუსეფის ადგილს დროებით, ქვეყნის ვიცეპრეზიდენტი მიშელ ტემერი დაიკავებს. დილმა რუსეფმა იმპიჩმენტის პროცესის წინააღმდეგ აპელაცია უზენაეს სასამართლოში შეიტანა, თუმცა, მისი თხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

რუსეფის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მისმა ოპონენტებმა ის 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებასა და ბიუჯეტის დეფიციტის ხელოვნურ ზრდაში დაადანაშაულეს.

კომენტარები