ქართული ოცნების ყრილობა

ქართული ოცნების ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი წევრები დაამტკიცეს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა წარადგინა.

ახალი პოლიტსაბჭოს წევრები არიან: გენერალური მდივანი - კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე.

გარდა ამისა, პარტიის პოლიტსაბჭოს დღეიდან შეუერთდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი და პარლამენტის ყოფილი წევრი დავით კოღუაშვილი, იურიტი მამუკა მდინარაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი ირინე ფრუიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რომან კაკულია, შსს-ს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევარი აკაკი ზოიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე.

ქართული ოცნების ყრილობა სპორტის სასახლეში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

კომენტარები