ვენესუელა

ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისის ფონზე აქციები გრძელდება

Reuters

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში რამდენიმე დღეა, მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ორ ნაწილად, მთავრობის მოწინააღმდეგეებად და მომხრეებად იყოფიან.

პრეზიდენტი ნიკოლას მადურო თავის მომხრეებს დაჰპირდა, რომ ვენესუელა ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას მოახერხებს. პარასკევს მან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მადუროს თქმით, ამის მიზეზი, დასავლეთის ქვეყნებიდან წამოსული აგრესიის შეჩერებაა. მადურო ქვეყნის ძირითად პრობლემებსაც, სწორედ, დასავლეთიდან მომავალ აგრესიას უკავშირებს. მადუროს განცხადებით, უცხო ქვეყნებთან ურთიერთობების პარალელურად, ვენესუელა "ყველა სახის სცენარისთვის უნდა იყოს მზად". მომავალი შაბათიდან პრეზიდენტი სამხედრო წვრთნების დაწყებასაც აპირებს.

დემონსტრანტების მეორე ნაწილი კი მადუროს თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

ნავთობის ფასის ვარდნის ფონზე ვენესუელა ღრმა ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. 2015 წელს, ქვეყნაში ინფლაციამ 180.9% შეადგინა.

კომენტარები