ე.წ. კაბელების საქმე

კაბელების საქმის მოსამართლის საწინააღმდეგო პლაკატები თავდემებმა ვერ გააკრეს

რუსთავი 2

თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის წევრებს პოლიციამ ე.წ. კაბელების საქმის განმხილველის, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრის საშუალება არ მისცა.

აქტივისტები ქუჩაში პლაკატებს აკრავდნენ ბუგიანიშვილის ფოტოთი და წარწერით, "ბესიკ ბუგიანიშვილი იჭერს სამშობლოს სამსახურისთვის". მათ პლაკატები ჩამოართვეს.

პოლიციამ ახალგაზრდები არ დააკავა და ხელწერილი ჩამოართვა.

როგორც ცნობილია, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს ე.წ. კაბელების საქმეზე 7-7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები