ტერორიზმი

ტერორისტულ დაჯგუფება თალიბანს ახალი ლიდერი ჰყავს

AFGHAN ISLAMIC PRESS VIA AP

ავღანურმა ტერორისტულმა მოძრაობა თალიბანმა ახალი ლიდერი დაასახელა. დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ დაღუპულ ლიდერს, მულა მანსურს მისი მოადგილე, მალავი ჰაიბათულა ახუნზადა ჩაანაცვლებს. წარსულში ის თალიბანში შარიათის სასამართლოების ჩატარებაზე იყო პასუხისმგებელი. სავარაუდოდ, მისი ლიდერობის ქვეშ დაჯგუფების მიმართულება არ შეიცვლება.

შეგახსენებთ, თალიბანის ექსლიდერის მულა მანსურის დაღუპვის შესახებ განცხადება პენტაგონმა რამდენიმე დღის წინა გააკეთა. მათი თქმით, ის ამერიკული მხარის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები