რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 3 ივნისს განახლდება

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე დღევანდელი პროცესი დასრულდა. ის 3 ივნისს, 14:00 საათზე განახლდება, რომელზეც ქიბარ ხალვაშის მხარე საკუთარ სააპელაციო პოზიციას წარადგენს.

დღეს რუსთავი 2-ისა და ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატებმა თავიანთი პოზიციები წარმოადგინეს.

დღევანდელ პროცესზე რუსთავი 2-ის მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. მათ შორის, გადადების შესახებ, რომელიც არ დაკმაყოფილდა. ასევე კიდევ ერთხელ მოითხოვეს მოსამართლეთა კოლეგიის აცილება, თუმცა, ამის შესახებ შუამდგომლობა არც კი განხილულა.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე ნატა ნაზღაიძეს დღეს სხვა საქმეზე პროცესი ჰქონდა ჩანიშნული, რომელიც გადადო. სწორედ ამის გამო, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატები თვლიან, რომ სასამართლო ცდილობს, რაც შეიძლება, სწრაფად დაასრულოს რუსთავი 2-ის საქმის განხილვა.

ასევე, დღევანდელ პროცესზე სხდომიდან გააძევეს ტელეარხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

კომენტარები