ძალადობა

სასულიერო პირებმა მუსიკალური ფესტივალი ჩაშალეს

ედიტა ბადასიანი
სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ზაჰესში ფესტივალი Tbilisi JAM Fest 2016 ჩაშალეს - ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის დამსწრეები ავრცელებენ.
 
მათი ცნობით, ფესტივალზე ელექტროენერგიაც გაითიშა, მცირე დროის მანძილზე კი დამსწრეებს ტერიტორიიდან უსაფრთხოების დაცვის გამო არ უშვებდნენ. ედიტა ბადასიანის გადაღებულ ფოტოებში პოლიციელები ჩანან, რომლებიც სასულიერო პირებს ელაპარაკებიან. ორგანიზატორები დამსწრეებს ჩაშლილი ფესტივალის ალტერნატიულ ადგილზე ჩატარებას დაპირდნენ. 
 
როკ მუსიკის ორდღიანი ფესტივალი Tbilisi JAM Fest 2016 დღეს, 4 ივნისს უნდა დაწყებულიყო. 

კომენტარები