რიოს ოლიმპიადა 2016

რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშები რუსი მძლეოსნების გარეშე ჩაივლის

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება - რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშები რუსი მძლეოსნების გარეშე ჩაივლის.

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საგანგებო სხდომამ არ დააკმაყოფილა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მოთხოვნა და დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა. განჩინების მიხედვით, ოლიმპიადაზე გამოსვლას მხოლოდ ის სპორტსმენები შეძლებენ, რომელიც საკუთარი უდანაშაოლობის დამტკიცებას შეძლებენ, თუმცა ამ შემთხვევაში, მათ ოლიმპიადაზე ასპარეზობა არა რუსეთის არამედ ნეიტრალური სპორტსმენის სახელით მოუწევთ.

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსი მძლეოსნები 2015 წლის ნოემბერში ამხილა აკრძალული პრეპარატებისმოხმარებაში, რასაც მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მოკვეთა მოჰყვა.

საეთაშორისო ორგანიზაციის წევრის სტატუსის აღსადგენად რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას, რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს, თუმცა ჩატარებული სამუშაოები საკმარისი არ აღმოჩნდა.

21 ივნისს კი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც შესაძლოა, რიოს ოლიმპიადაზე მძლეოსნების ინდივიდუალურად დაშვებაზე იმსჯელონ.

კომენტარები