დიდი და წმიდა კრება 2016

კონსტანტინოპოლი: ხელი არ მოუწერია, მაგრამ კრების მოწვევას ანტიოქიაც დაეთანხმა

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დიდი და წმიდა კრების სამდივნოში, მთავარეპისკოპოსმა იობ გეჩამ, საქართველოს, რუსეთის, ბულგარეთისა და ანტიოქიის ეკლესიების იმ არგუმენტს უპასუხა, რომლის თანახმადაც, კრეტის კრების მიერ მიღებული დოკუმენტები ეკლესიებისთვის სავალდებულო ვერ იქნება, რადგან მისი მოწვევის რეგლამენტზე ანტიოქიის საპატრიარქოს ხელი არ მოუწერია.

14-დან ოთხი (საქართველოს, ბულგარეთის, რუსეთისა და ანტიოქიის) ეკლესია, რომელმაც კრეტის კრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, მიიჩნევს, რომ რადგან კრება არ მოწვეულა საყოველთაო თანხმობით, ანუ დოკუმენტს აკლდა ანტიოქიის საპატრიარქოს ხელმოწერა, ის არ არის უფლებამოსილი თავს უწოდოს "დიდი და წმიდა". მათივე თქმით, კრეტაზე ამჟამად მიმდინარეობს მხოლოდ 10 მართლმადიდებელი ეკლესიის შეხვედრა და არაფერი მეტი. საპირისპიროს აცხადებს თავად კრების სამდივნო.

ვიდეოჩანაწერს ქართულ ენაზე გთავაზობთ.

"გასულ იანვარს, ანტიოქიის წმიდა ეკლესიამ მონაწილეობა მიიღო მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეხვედრაში, შამბეზიში. მართალია, რომ მათ ხელი არ მოაწერეს ამ შეხვედრის დროს მიღებულ სამ დოკუმენტს. ასეთია დოკუმენტი ქორწინებაზე და დოკუმენტი წმიდა და დიდი კრების რეგულაციების შესახებ.

ანტიოქიის მიერ ამ სამ დოკუმენტზე ხელის არ მოწერა, არ უკავშირდებოდა ამ დოკუმენტების შინაარსს. ანტიოქიამ ხელის არ მოწერით პროტესტი გამოხატა ყატარის საკითზე, რომელიც ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილი. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოაწერეს მათ ხელი სამ დოკუმენტს. 2016 წლის იანვრის სინაქისისზე მიმდინარე დისკუსიების დროს, რომ ივნისში, კრეტაზე უნდა გამართულიყო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრება, ანტიოქიის ეკლესიას წინააღმდეგობა არ გამოუხატავს.

გარდა ამისა, ანტიოქიის ეკლესიამ სინაქისის შემდეგაც განაგრძო მონაწილეობა წმიდა და დიდი კრების მოსამზადებელ შეხვედრებში. მათ შემოგვთავაზეს, რომ კრების ამ სამუშაო წიგნში, უნდა იყოს დოკუმენტების არაბული ვერსიაც. ანუ არაბულად ნათარგმნი ტექსტი. მათ ისიც შემოგვთავაზეს, რომ ტექსტის არაბული ვერსია დადებულიყო ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც ცვენ გავაკეთეთ. შეგიძლიათ თავადაც ნახოთ, რომ კრების ოფიციალურ საიტზე არაბული ვერსიებიც ატვირთულია.

მათ დელეგაციების სრული სიაც კი გამოგვიგზავნეს. ასე რომ, თუ შენ უკანასკნელ საათამდე მუშაობ კრების მოსამზადებლად, თუ გვთავაზობ არაბულის ჩართვას წიგნში, თუ გვიგზავნი არაბულ ტექსტებს, თუ გვიგზავნი დელეგაციების სრულ სიას, როგორ შეგიძლია თქვა, რომ ხელი არ მოაწერე სინაქისის გადაწყვეტილებას? გადაწყვეტილება იმ დროისთვის მიიღეს ერთსულოვნად! და ფაქტს, რომ ანტიოქიამ ხელი არ მოაწერა სამ დოკუმენტს, შეხება არ აქვს კრებასთან, მას შეხება აქვს ყატარის საკითხთან", - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

კომენტარები