დიდი და წმიდა კრება 2016

ილია მეორე კრეტის კრებას მოუწოდებს "შერეული ქორწინების" საკითხი არ განიხილოს

ქორწინების საიდუმლო მართლმადიდებელ ეკლესიაში
anna spencer

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს წერილით მიმართა. წერილის დასაწყისში, ილია მეორე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოში მსოფლიო პატრიარქის 17 ივნისით დათარიღებული წერილი ჯერ არ მიუღიათ და მისი არსებიბის შესახებ "ინტერნეტით" შეიტყვეს.

ილია მეორე ამბობს, რომ საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება კრეტის კრებაზე არწასვლასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია. მისივე თქმით "არასწორია კრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციის არდასწრების გადატანა პოლიტიკურ, ან ნებისმიერ სხვა, ჭრილში გადატანა. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად ჩვენი არყოფნისა, თვალს ვადევნებთ სხდომების მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ, რომ, ღვთის მადლით, საბოლოო შედეგები მისაღები იქნება ეკლესიის სისავსისთვის".

წერილის ბოლოს, ილია მეორე კონსტანტინოპოლის პირველსაყდარს შეახსენებს, რომ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს ორგზის აქვს დაგმობილი ე.წ "შეურეული ქორწინება" [მართლმადიდებელი და სხვა კონფესიის ქრისტიანის ქორწინება] და მოუწოდებს, დოკუმენტი "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები" კრებამ არ განიხილოს, რადგან "ის არ გახლავთ მიღებული კონსენსუსით და მას არც ანტიოქიის ეკლესია აწერს ხელს".

გარდა ამისა, ილია მეორე კრების კიდევ ორი დოკუმენტის ცვლილებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მიუღებლად მიიჩნევს.

"თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, ჩვენ გვჯერა თქვენი სიბრძნისა და კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს იმისას, რომ არ დაუშვებთ ეკლესიის წიაღში პრობლემების შექმნას და ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რაც მართლმადიდებელთა ერთობას ჩრდილს მიაყენებს", - აღნიშნავს წერილში ილია მეორე.

კრების დოკუმენტის მიხედვით:

  1. ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება (ტრულის კრების 72-ე კანონი), თუმცა შესაძლებელია იკურხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები  მოინათლებიან და აღიზრდებიან  მართლმადიდებელ  ეკლესიაში.
  2. კანონიკური აკრიბიით, მართლმადიდებელსა და არაქრისტიანს შორის ქორწინება კატეგორიულად იკრძალება.

კომენტარები