დიდი და წმიდა კრება 2016

ანტიოქია: კრეტის კრებაზე კონსტანტინოპოლის განცხადება უპასუხისმგებლოა

დიდი და წმიდა კრება/კრეტის შეხვედრა
holycouncil.org

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, მიტროპოლიტი დამასკინი, 21 ივნისს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქის მთავარეპისკოპოსის განცხადებას ეხმაურება და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს.

"კრეტის შეხვედრის ["დიდი და წმიდა კრების"] ოფიციალურმა და პატივცემულმა წარმომადგენელმა, შეხვედრის მეორე სამუშაო დღის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანიოქიის საპატრიარქოს "2016 წლის იანვარში, შემბეზეში გამართული დისკუსიებისას, არ გამოხატავდა არანაირ წინააღმდეგობას და საერთოდ არ ეწინააღმდეგება წმიდა და დიდი კრების მოწვევას, რისი ჩანაწერიც მოიპოვება სინაქსისის პროტოკოლში"

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ ამ უპასუხიუსმგებლო განცხადებას და განვუმარტოთ ეკლესიის მთელ ქრისტესმოყვარე სისავსეს, ანტიოქიის სამოციქულო ეკლესიის პოზიცია:

პირველი: ჩვენ საგონებელში ჩაგვაგდო, თუ როგორ დაერთო ნება კრეტის შეხვედრის სამდივნოს თანამშრომელს პოზიცია გამოეხატა ანტიოქიის ეკლესიის სახელით, ასე რომ, მან გამოხატა თავისი, პირადი აზრი ანტიოქიის ეკლესიის კრეტის შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მეორე: მის მიერ გამოთქმული აზრი, ანტიოქიის საპატრიარქოს მიერ, შამბეზეს სინაქსისზე, სამი დოკუმენტის ხელმოწერისგან თავშეკავებასთან დაკავშირებით, რომ "ამ დოკუმენტების ხელმოწერისგან თავშეკავების მიზეზები არ შეიძლება აიხსნას შინაარსთან უთანხმოებით" და რომ "ეს იყო პროტესტი ყატარის პრობლემის გადაუწყვეტელობასთან დაკავშირებით" - არასწორია.

მესამე: განცხადება იმის შესახებ, რომ "გადაწყვეტილება კრების გამართვასთან დაკავშირებით ერთსულოვნად არის მიღებული" - არასწორია", - აცხადებს ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენელი.

მიტროპოლიტის თქმით, მისთვის გასაოცარია კონსტანტინოპოლის საპატრიარქის პრეტენზიები და აღნიშნავს, რომ მათ ჭეშმარიტებასთან არაფერი აქვთ საერთო.

"უნდა აღინიშნოს, რომ შამბეზის სინაქსისზე თავად იმყოფებოდა მთავარეპისკოპოსი იობი და მოწმეა ცხადი პროტესტისა და უთანხმოების, ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის, არა "პირადი მიზეზებით", როგორც ეს განაცხადა, არამედ "დიდი კრების კანონების" ტექსტების შინაარსთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მას დაავიწყდა, რომ ანტიოქიის დელეგაციამ სამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა აუცილებლობის შესახებ, ტექსტს დამატებოდა დიდ კრებაზე 14 ავტოკეფალური ეკლესიის მონაწილეობის აუცილებლობა და სიტყვა-სიტყვით ხაზი გაუსვა: "ეს არის ანტიოქიის საპატრიარქოს წმიდა სინოდის პოზიცია! ეს არის ანტიოქიის უწმიდესი ეკლესიის პოზიცია" და დაამატა "მე არ მოვაწერ ხელს და არ არსებობს არავითარი ერთსულოვნება!". ეს უეჭველად არის აღნიშნული სინაქსისის პროტოკოლებში.

ასევე ცხადია, რომ სამი ტექსტი, რომლის ხელმოწერაზეც ანტიოქიის ეკლესიამ უარი თქვა, წარმომადგენელმა სიტყვა-სიტყვით დაწერა: "ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია ეწინააღმდეგება ამ ტექსტს, ამიტომ ჩვენ მას ხელს არ მოვაწერთ"

ის, რომ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია აგრძელებს მონაწილეობის მიღებას იანვრის სინაქსისის შემდეგ, კრების მოზამზადებელ სამუშაოებში, თარგმნის დოკუმენტებს არაბულ ენაზე და გზავნის დელეგატებს კრეტის შეხვედრაზე და ა.შ არის კიდევ ერთი მოწმობა, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის სისრულის ძალისხმევისა, მიაღწიოს წარმატებას საერთომართლმადიდებლური თანამშრომლობისა და ეკლესიების მიერ საკამათო საკითხების გადაწყვეტის ასპარეზზე", - აცხადებს ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დიდი და წმიდა კრების სამდივნოში, მთავარეპისკოპოსმა იობ გეჩამ, საქართველოს, რუსეთის, ბულგარეთისა და ანტიოქიის ეკლესიების იმ არგუმენტს უპასუხა, რომლის თანახმადაც, კრეტის კრების მიერ მიღებული დოკუმენტები ეკლესიებისთვის სავალდებულო ვერ იქნება, რადგან მისი მოწვევის რეგლამენტზე ანტიოქიის საპატრიარქოს ხელი არ მოუწერია.

14-დან ოთხი (საქართველოს, ბულგარეთის, რუსეთისა და ანტიოქიის) ეკლესია, რომელმაც კრეტის კრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, მიიჩნევს, რომ რადგან კრება არ მოწვეულა საყოველთაო თანხმობით, ანუ დოკუმენტს აკლდა ანტიოქიის საპატრიარქოს ხელმოწერა, ის არ არის უფლებამოსილი თავს უწოდოს "დიდი და წმიდა". მათივე თქმით, კრეტაზე ამჟამად მიმდინარეობს მხოლოდ 10 მართლმადიდებელი ეკლესიის შეხვედრა და არაფერი მეტი. საპირისპიროს აცხადებს თავად კრების სამდივნო.

 

კომენტარები