სამართალდარღვევა

სასულიერო პირი პოლიციას მის ცემაში ადანაშაულებს. შსს უარყოფს.

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი მამა გაბრიელ კახელიშვილი საპატრულო პოლიციას მის ცემაში ადანაშაულებს. პატრულმა ის მანქანის მართვის დროს გააჩერა. სამართალდამცავთა ინფორმაციით, სასულიერო პირი საჭესთან ნასვამი იჯდა.

„ორი ჭიქა არაყი მქონდა დალეული. გამაჩერა ბატონმა უფროსმა ლეიტენანტმა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა", - ამბობს გაბრიელ კახელიშვილი კურიერთან საუბარში. მისივე მტკიცებით, ჯერ ოთხმა, შემდეგ კი დანარჩენმა პოლიციელებმაც სცემეს.

შსს ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა, როდესაც ის საპატრულო ეკიპაჟის მანქანით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით განყოფილებაში გადაჰყავდათ. სასულიერო პირის განყოფილებაში გადაყვანა კი, შსს-ს ცნობით, იმიტომ გახდა საჭრო, რომ ის პოლიციას აგრესიულად ექცეოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, შსს-მ მომხდარის შესახებ საპატრიარქოსაც აცნობა. დღის განმავლობაში უწყება ოფიციალური განცხადების გავრცელებასაც გეგმავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები