დიდი და წმიდა კრება 2016

კრეტის კრება: სეკულარიზაცია მიზნად ისახავს ჩამოაშოროს ადამიანი ქრისტეს

კრეტის კრება - 2016
holycouncil.org

კრეტაზე მართლმადიდებელთა ისტორიული კრება დასრულდა, რომელსაც, მოცემულ მომენტში, 10 მართლმადიდებელი ეკლესია "დიდ და წმიდა" კრებად მოიხსენიებს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სავალდებულოდ აცხადებს ყველა ეკლესიისთვის, ხოლო 4 - რუსეთის, ბულგარეთის, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან. 

კრებამ ექვსი დოკუმენტი მიიღო და ორი წერილი დაწერა. ერთი, უფრო ვრცელი - ენციკლიკა და მეორე, შედარებით მცირე, გზავნილი.

"თანამედროვე სეკულარიზაცია მიზნად ისახავს ჩამოაშოროს ადამიანი ქრისტესა და ეკლესიის სულიერ გავლენას, გაუმართლებლად აიგივებს რა მას კონსერვატიზმთან. თუმცა, დასავლური ცივილიზაცია ქრისტიანობის გავლენის წარუშლელ კვალს ატარებს. უფრო მეტიც, ეკლესია, როგორც ცხოვრების სფერო და წესი, თავისუფლებაში გამოავლენს ღმერთკაცისა და მისი სხეულის გამომხსნელობით მნიშვნელობას", - ნათქვამია კრების გზავნილში.

კომენტარები