დიდი და წმიდა კრება 2016

პაპი კრეტის კრებაზე: ბავშვები ჯერ კატებივით მოძრაობენ, შემდეგ დგამენ ნაბიჯს

პაპი ფრანცისკე
independent.co.uk

სომხეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, პაპი ფრანცისკე თვითმფრინავში ჟურნალისტებს გაესაუბრა. კათოლიკე ეკლესიის მეთაურს, კითხვა კრეტის მართლმადიდებლური კრების შესახებაც დაუსვეს, რომელსაც კათოლიკე მაღალიერარქები დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ.

"გადაიდგა ნაბიჯი წინ, თუმცა არა 100%-ით, მაგრამ ეს მაინც წინგადადგმული ნაბიჯია... იმ ოთხს [ეკლესიას] ვინც არ წავიდა, ამის გაკეთება სურდა ცოტა მოგვიანებით. პირველი ნაბიჯი შესაძლებლობების ფარგლებში გადადგმულია, როგორც ბავშვი დგამს პირველ ნაბიჯს ისე, როგორც შეუძლია. ჯერ ისინი მოძრაობენ როგორც კატები და შემდეგ ისინი დგამენ პირველ ნაბიჯს. მე ბედნიერი ვარ. მათ ისაუბრეს მრავალ საკითხზე. ვფიქრობ, რეზულტატი იქნება პოზიტიური.  

ის ფაქტიც კი, რომ ავტოკეფალური ეკლესიები მართლმადიდებლობის სახელით შეიკრიბნენ, ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ, იმისთვის, რომ ერთად ელოცათ და შესაძლოა მოეყოლათ რაღაც ანეკდოტები... ეს ძალიან პოზიტიურია. ვმადლობ უფალს! შემდეგ ჯერზე იქნება უფრო მეტი. უფლის კურთხევით", - განაცხადა პაპმა.

კრეტის კრებამ ექვსი დოკუმენტი, ერთი ენციკლიკა და ერთი გზავნილი მიიღო.

კომენტარები