ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ოქროს და ბრილიანტის განუბაჟებლად გადმოტანისთვის სომხეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის განუბაჟებლად გადმოტანისთვის სომხეთის 2 მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არსენ მარგარიანი და სერბუჰ პეტროსიანი არიან. უწყებისვე ცნობით, ბრალდებულებს საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლო-საავტომობილოს" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით უმაღლესი სინჯის ოქროს და ბრილიანტის საიუველირო ნაკეთობები შემოჰქონდათ.

"გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები