თბილისის სატრანსპორტო კომპანია

ავტობუსი აეროპორტის მიმართულებით მთელი ღამის განმავლობაში იმოძრავებს

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

დღეიდან, №37 ავტობუსი მგზავრებს ღამის საათებშიც მოემსახურება. ღამის რეისზე სამი ავტობუსი იმოძრავებს. სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით დიდი ზომის ავტობუსები ყოველ 35 წუთში ერთხელ ივლის.

თბილისის მერიის ცნობით, თითოეულ ავტობუსში 36 დასაჯდომი ადგილია, ხოლო სრული ტევადობაა 100 ადამიანი. ღამის საათებში მგზავრობის საფასური არ შეიცვლება და 50 თეთრი იქნება. შენარჩუნდება დაწესებული შეღავათებიც.

უცვლელი რჩება №37 ავტობუსის მარშრუტი. ავტობუსი გადის სადგურის მოედნიდან. გმირთა მოედნის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირების გავლის შემდეგ მობრუნდება თავისუფლების მოედანზე და ჭანტურიას ქუჩიდან ჩაუხვევს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. შემდეგ, გაივლის ავლაბარში, კაჩინსკისა და ბუშის ქუჩებზე და გავა კახეთის გზატკეცილზე.

ავტობუსი მოძრაობას დაასრულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. უკუმიმართულებით №37 ავტობუსი გაივლის იმავე მარშრუტს და მისი ბოლო გაჩერება იქნება სადგურის მოედანზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები