ჯონ კერის ვიზიტი

ჯონ კერი უკვე თბილისშია

NATO

ამერიკის შეერთებული შტატების მდივანი ჯონ კერი უკვე თბილისშია. ის ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრემიერმინისტრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა გაიმართება, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კი - ერთობლივი კონფერენცია.

ჯონ კერი ხვალ დილით ოპოზიციური პარტიების წევრებსაც შეხვდება. რის შემდეგაც, კიევში გაემგზავრება. ამერიკის შეერთებული შტატების მდივანი კიევიდან ვარშავაში წავა, სადაც NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები