ვიზალიბერალიზაცია

RFE/RL: LIBE-მ უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა

Reuters

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლებების კომიტეტმა (LIBE) უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა.

გარდა ამისა, დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში (AFET) გაიმართა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა. კომიტეტის წევრებმა დოკუმენტის მიღებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომენტარები