ეგზოპლანეტები

ასტრონომებმა ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

ESO/L.Calçada

ასტრონომებმა კენტავრის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 340 სინათლის წელიწადის დაშორებით, ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც სამ ვარსკვლავიან სისტემაში ბრუნავს.

არიზონას უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტის კევინ ვაგნერის თქმით, პლანეტა სისტემის A ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. A ვარსკვლავისა და პლანეტის გარშემო კი, ორი ვარსკვლავი: B და C ბრუნავენ.

ახალ ეგზოპლანეტას პირობითად HD 131399Ab უწოდეს.

ვარსკვლავი A-ს, მზეზე 80 პროცენტით მეტი მასა აქვს და 7,8-ჯერ უფრო კაშკაშაა. ეგზოპლანეტა ამ ვარსკვლავისგან იმაზე 80-ჯერ უფრო მეტად არის დაშორებული ვიდრე დედამიწა მზისგან. ეს მანძილი ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე დისტანცია მზიდან პლუტონამდე.

ვარსკვლავი B და C ნაკლები მასისა და სიკაშკაშის არიან ვიდრე A.

კომენტარები