შსს

ხობში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ხობში მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 აბი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით)

კომენტარები