ცენტრ პოინტი

კომპანია ცენტრ-პოინტი აჭარას დირექტორი და გაყიდვების მენეჯერი დააკავეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა სამშენებლო კომპანია ცენტრ-პოინტი აჭარას დირექტორის ირაკლი მინდელის და გაყიდვების მენეჯერის სალომე ჩარკვიანის დაკავებას ადასტურებს. ამასთან, პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნათია სუხიაშვილის თქმით, კომენტარს ვერ გააკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. 

„დაკავებულები არიან შპს „ცენტრ-პოინტი აჭარას" დირექტორი ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი. ვადასტურებ ოფიციალურად, რომ ამ დროისთვის დაკავებულია მხოლოდ ორი პირი. მიმდინარე სპეცოპერაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - ამბობს სუხიაშვილი.

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით და ბრალდებით დააკავეს ცენტრ პოინტის თანამშრომლები. ნათია სუხიაშვილის ცნობით, ამის შესახებ განცხადებას უწყება ხვალ გაავრცელებს.

ცნობისთვის, პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ცენტრ-პოინტის წინააღმდეგ საქმის წარმოება 2012 წელს დაიწყო. 2013 წელს კი, თბილისის პროკურატურამ ცენტრ პოინტის დამფუძნებლებს - რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს თაღლითობის და მითვისების მუხლით ბრალი წარუდგინა. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 250 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

კომენტარები