კრიმინალი

შსს: ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. 1990 წელს დაბადებული ნოვრაზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით აიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოფელ ფონიჭალაში, გამთენიისას, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ კიუნაი ი.-ს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კიუნაი ი. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. დაკავებული დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები