გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 1500-ზე მეტი პირი დააკავეს

trbimg.com

თურქული მედიის ცნობით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 1563 ჯარისკაცი დააკავეს. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ადგილობრივ მედიას შაბათს გამთენიისას განუცხადა, სამხედრო გადატრიალება დასრულდა და ძალაუფლება კვლავ ხელისუფლების ხელშია.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი გაათავისუფლებულია თანამდებობიდან. გარდა ამისა, განიხილება რამდენიმე მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე ერთი საჰაერო ბაზა კვლავ ამბოხებულების კონტროლის ქვეშ არის.

კომენტარები