რიოს ოლიმპიადა 2016

მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტოს რუსეთის რიოს ოლიმპიადიდან მოკვეთა სურს

AP

მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტოს წარმომადგენლები რიოს 2016 წლის ოლიმპიადიდან რუსეთის მთლიანი დელეგაციის მოკვეთას ითხოვენ. ისინი რუს სპორტსმენებს დოპინგის გამოყენებაში სდებენ ბრალს. მეტიც, მათი თქმით, დოპინგის პროგრამა რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან სპონსორდება.

ანტიდოპინგის სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, სპორტსმენებმა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დოპინგის პროგრამა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე გამოიყენეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი გამოძიების შედეგებს ელიან.

თავის მხრივ, რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და მიმდინარე პროცესებს დასავლეთის მხრიდან რუსეთის რეპუტაციის შელახვის მცდელობას უწოდებს.

კომენტარები