ოქრო

დიდი ოდენობის ოქროს უკანონოდ გადმოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანისთვის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე აიჰან მერჯანი დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს, საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლის სავარძლის ქვეშ მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უმაღლესი სინჯის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები