NDI-ის კვლევა

NDI: 53% - ხელისუფლება ჩემთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახდენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს, 41% კი პირიქით თვლის. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უარყოფითი პასუხის გაცემისას გადაწყვეტილს აღემატება.

2016 წლის მარტის კვლევასთან შედარებით, უკმაყოფილოთა რაოდენობა 5 პუნქტითაა შემცირებული, კმაყოფილთა კი 4 ერთეულითაა გაზრდილი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები