NDI-ის კვლევა

NDI: არჩევნებზე უმთავრესი დაბრკოლება ამომრჩევლის მოსყიდვაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. მოსახლეობის 37%-ს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მთავარ დაბრკოლებად ამომრჩევლის მოსყიდვა მიაჩნია, 32%-ს ამომრჩევლის/პარტიის აქტივისტების შევიწროება, 15%-ს სიებთან დაკავშირებული პრობლემები, ხმის მიცემა ერთზე მეტჯერ (ე.წ. კარუსელი) 15%-ს.

დაბრკოლებათა შორის ასევე დასახელებულია - საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, მედიის მიერ კანდიდატების/პარტიების არათანაბარი გაშუქება და სხვა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი - 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები