მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა-მთიანეთში ქართული ოცნების კანდიდატები ქუცნაშვილი და ხუნდაძე იქნებიან

facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. რეგიონში პარტიას ორი კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი - თიანეთის, დუშეთის, ყაზბეგის გაერთიანებულ ოლქში და დიმიტრი ხუნდაძე - მცხეთის ოლქში იქნებიან. 

"საქართველოსთვის მთა ბუნებრივი კარიბჭე და მცველია, იქ მცხოვრები თითოეული მოსახლე კი, ჩვენი სამშობლოს ნამდვილი მესაზღვრეა. ამიტომაც, მას განსაკუთრებული ყურადღება და პატრონობა სჭირდება ჩვენგან განსაკუთერებული ყურადღების შედეგად უნდა მივაღწიოთ იმას რომ მთაში დაბრუნდეს ძირძველი მოსახლეობა და რა თქმა უნდა - მთა არ უნდა დაცარიელდეს. მთის კანონის შემოღებით ჩვენ მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ მთაში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები