რიო 2016

ოქროს მედალოსნებს საქართველოს მთავრობა პრემიის სახით 170 ათასს გადასცემს

ლაშა ტალახაძე
Olympic Games Rio 2016

რიოს ოლიმპიადაზე საქართველომ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი ძალოსნობაში მსოფლიო რეკორდის დამყარებით, ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის. ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა აიღო. ბრინჯაოს მედლები კი ირაკლი თურმანიძემ, შმაგი ბოლქვაძემ და ლაშა შავდათუაშვილმა აიღეს. 

საქართველოს მთავრობამ ოლიმპიური მედალოსნებისთვის სპეციალური პრემიები დააწესა მედლების მიხედვით ჯილდოები ასე გამოიყურება:

  • ოქროს მედალი - 170 ათასი ლარი
  • ვერცხლის მედალი - 85 ათასი ლარი
  • ბრინჯაოს მედალი - 52 ათასი ლარი

ყველაზე მაღალ ოლიმპიურ პრემიას სინგაპური გასცემს, აქ ოქროს მედლის ჯილდო $750 ათასს აღემატება. ქვეყნების მიხედვით ოლიმპიური პრემიები ასე გამოიყურება:

  1. სინგაპური - $753 ათასი
  2. ინდონეზია - $383 ათასი
  3. აზერბაიჯანი - $255 ათასი
  4. ყაზახეთი - $230 ათასი
  5. იტალია - $185 ათასი
  6. საფრანგეთი - $66 ათასი
  7. რუსეთი - $61 ათასი
  8. სამხრეთ აფრიკა - $36 ათასი
  9. აშშ - $25 ათასი
  10. გერმანია - $20 ათასი
  11. ავსტრალია - $15 ათასი
  12. დიდი ბრიტანეთი - $0 

კომენტარები