დემურ სტურუას საქმე

სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა - აქცია მთავრობის კანცელარიასთან

თეთრი ხმაურის მოძრაობა

"სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა" - ამ გზავნილით შეიკრიბნენ და ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს, დღეს, თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტები და მხარდამჭერები თბილისის სახელმწიფო კანცელარიასთან. მათი თქმით, საქართველოში მოქმედმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა: 22 წლის დემურ სტურუას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით პოლიციასთან თანამშრომლობას და თანასოფლელების დასმენას აიძულებდნენ, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

კანცელარიიდან აქციის მონაწილეები სამტრედიაში, პოლიციის შენობასთან გადაინაცვლებენ, სადაც აქცია 17:00 საათზე დაიწყება.

კანცელარიასთან შეკრებილები მოითხოვენ:

1. პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.

2.თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა.

3.შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზეციების თანამონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის.

4.დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

კომენტარები