ნარკოპოლიტიკა

სამტრედიაში აქციის შემდეგ თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი დააკავეს

ტაბულა

"თეთრი ხმაურის" ინფორმაციით, სამტრედიაში დემურ სტურუას მხარდამჭერი აქციის შემდეგ, ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობის აქტივისტი გიორგი სოფრომაძე დააკავეს. მოძრაობის ცნობით, ადვოკატს დაკავებულთან შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ტაბულა უკვე ესაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უწყებისგან დეტალურ ინფორმაციას ელოდება.

სამტრედიაში დღეს აქციის მონაწილეებმა დემურ სტურუას საქმის საქმის სწრაფი, ეფექტური გამოძიება და დამნაშავის უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს. პოლიციის შენობასთან მოხდა შეხლა-შემოხლაც.

 

კომენტარები