ხობში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია იქნება. ის პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალურად წარადგინა.
ირაკლი ბერაია აქამდე "ქართუ" ბანკში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ქართულ ოცნებას ხობში მაჟორიტარ კანდიდატად გოდერძი ბუკია ჰყავდა წარდგენილი, რომელმაც კანდიდატურა გუშინ მოხსნა.