ნარკოპოლიტიკა

სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1975 წელს დაბადებული რ. გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რ. გ.-მ ნარკოტიკული საშუალება მოქალაქეს მიჰყიდა.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული 0.4773 გრ ჰეროინი და 7 აბი „ტრამადოლი" ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შსს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები