ვიზალიბერალიზაცია

დღეს 19:30-ზე, LIBE-ში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე კენჭისყრა გაიმართება

Reuters

დღეს, თბილისის დროით 19:30 საათზე, ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საკითხების კომიტეტში (LIBE) საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე კენჭისყრა გაიმართება. შედეგების მომხსენებელი ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი იქნება.

თუკი კენჭისყრა ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს ევროპარლამენტის პლენარულს სხდომაზე გაიტანენ. საბოლოო გადაწყვეტილების დასამტკიცებლად კი, ევროკავშირის საბჭოს თანხმობაც არის საჭირო.

კომენტარები