კრიმინალი

დაკავებული მოჭიდავის ახლობლები პოლიციას მის ცემაში ადანაშაულებენ

ბათუმში, მოჭიდავე მინდია ოჯახიშვილი იარაღის უკანანო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დააკავეს. ბრალდებულის ახლობლების მტკიცებით, სპორტსმენს იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მათივე თქმით, ოჯახიშვილს დაკავების დროს პოლიციელებმა სცემეს, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, დაკავებისას მოჭიდავე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში თავის ტკივილის გამო მოათავსეს. ოჯახიშვილი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

უწყებისვე ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

კომენტარები