რუსთავი 2-ის საქმე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები R2-ის საქმეზე მათზე ზეწოლის ფაქტს უარყოფენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მათზე ზეწოლის ფაქტს უარყოფენ. ამის შესახებ რუსთავი ორის საქმის განმხილველი პალატის მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ, ეკატერინე გასიტაშვილმა და პაატა ქათამაძემ განცხადება გაავრცელეს. მათივე თქმით, რუსთავი ორის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს, 19:00-ზე გამოაცხადებენ.

სარეზოლუციო ნაწილი უზენაესი სასამართლოს საიტზე აიტვირთება.

მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები