არჩევნები 2016

ბეჟაშვილი: მაცხოვრებელს, რომლის სახლზეც ჩემი ბანერია გაკრული, დაემუქრნენ

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყარო - სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი ქართულ ოცნებას, მის აქტივისტებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლასა და მუქარაში ადანაშაულებს.

"2016 წლის 13 ოქტომბერს უცნობმა პირმა მაცხოვრებელ ირინა ბუტიკაშვილს ანონიმურად დაურეკა, რომლის საცხოვრებელი ბინის აივანზეც ჩემი ბანერია გაკრული. განხორციელებულ ზარში საუბარი იყო ფიზიკურ შეურაცხყოფაზე; საცხოვრებელი ბინის დაზიანების მუქარასა და ა.შ.

ამასთან, ამავე დღეს, ქართული ოცნების აქტივისტებისა და დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩემი 200-მდე წინასაარჩევნო კამპანიის პლაკატი განადგურდა.


ფოტო: ენმ

მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, მოახდინონ სწრაფი რეაგირება ამ ფაქტზე. დაშინებითა და მუქარით ქართული ოცნების ხელისუფლება ვერ შეძლებს არჩევნებში გამარჯვებას“,- თქვა ბეჟაშვილმა.

კომენტარები