დღეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. უშიშროების საბჭო ორ საკითხს განიხილავს.
„საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 15 სექტემბერს 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა: 1. საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის განსაზღვრა 2017 წლისთვის; 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ", - აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი.
მომხსენებლები საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იქნებიან. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.