ერაყში ISIS-მა ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა

Reuters

აშშ-ის შეირაღებული ძალების ცნობით, ერაყის ქალაქ მოსულთან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომწამვლელი ნივთიერების შემცველი რაკეტა აშშ-ის ავიაბაზა ქაიარასთან ახლოს ჩამოვარდა, სადაც ამერიკელი და ერაყელი სამხედროები იმყოფებოდნენ. პენტაგონის ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოსული ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელსაც უკანასკნელი ორი წელია ე.წ. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს. ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დაიწყება.

კომენტარები