საკონსტიტუციო სასამართლო

უგულავასა და კაბელების საქმეს საკონსტიტუციოში არცერთი მოსამართლე არ ააცილეს

საკონსტიტუციო სასამართლო

გიგი უგულავასა და ე.წ კაბელების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში არც ერთი მოსამართლის აცილების მოთხოვნა არ მიიღეს.

უგულავას საქმეზე სულ 5 მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, აქედან 2 მოსამართლის აცილება მოსარჩელე მხარემ მოითხოვა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მერაბ ტურავა და ოთარ სიჭინავა პროცესების გაჭიანურებით იყვნენ დაინტერესებულები.

სარჩელების შესაძლო შეცვლაზე არსებული საეჭვო გარემოების არგუმენტით მოსამართლეების - კოპალეიშვილისა და ვარძელაშვილის აცილება მოითხოვა პარლამენტის იურისტმა, თუმცა პლენუმმა არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პლენუმმა ასევე უარი უთხრა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს თვითაცილების შუამდგომლობაზე. ფაფიაშვილმა თვითაცილება მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსთავი 2-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ხელისუფლება მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელებდეს. 

საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და ე.წ კაბელების საქმის განხილვა 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. პროცესი 16:00-ზე იყო ჩანიშნული.

იგი უგულავასა და ე.წ. კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე არაერთხელ გადაიდო. მიზეზი მოსამართლეების გამოუცხადებლობა გახდა. საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს გაფლანგვის მუხლის კონსტიტუციურობას, რომლის საფუძველზეც უგულავასა და თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ თანამშრომელს პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები