არჩევნები 2016

ბურჭულაძე: გირჩს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა

პაატა ბურჭულაძე აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე
სახელმწიფო ხალხისთვის

გირჩს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა - ამის შესახებ განცხადება პარტია პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში გააკეთა.

"ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია, ამას ხაზს ვუსვამ ძალიან უნდოდათ, რომ ვყოფილიყავით ან ენმ-ის ან ოცნების სატელიტი, მე არც ერთი მომწონს და არც მეორე, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია, სწორედ ამიტომ მივიღე დღეს გადაწყვეტილება, რომ გირჩი უნდა ამოღებულიყო სიიდან. დღეს გაირკვა, თუ ვინ არის დამფინანსებელი. მე თანხას ვერ მივიღებ ვერც სააკაშვილისგან, ვერც ივანიშვილისგან. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. ჩვენ სულ უკაპიკოდ რომ დავრჩეთ, გვირჩევნია, ვიყოთ დამოუკიდებლები. მე ამ თანხას ვერ მივიღებ. მაშინ მე უნდა გავხდე ისეთი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. მე არავის სატელიტი არ ვიქნები, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის", - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ გირჩმა ბლოკი დღეს დატოვა. ამის შესახებ გირჩმა სპეციალური განცხადება გააკეთა.

კომენტარები