არჩევნები 2016

ბურჭულაძე: შესაძლოა ბლოკი ვაშაძემაც დატოვოს

პაატა ბურჭულაძე
სახელმწიფო ხალხისათვის

შესაძლოა პარტია პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის გიორგი ვაშაძემაც დატოვოს - ამის შესახებ ბლოკის ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

"გიორგი ვაშაძესთან ჩვენ პრობლემა არა გვაქვს. მან თქვა, რომ მას სჭირდება დრო მოფიქრებისთვის. მისი პარტიის წევრები აქ არიან. მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მისაღები აქვს. მე მას ძალიან ვაფასებ, მისი ცოდნა აუცილებელია, რომ გამოადგეს ჩვენს ქვეყანას. ისევე, როგორც ზურაბ ჯაფარიძის, ეს იყო მიზეზი, რატომაც თავიდან ჩვენ გავერთიანდით. ვაშაძესთან საუბრის საშუალება არ მქონდა.ხვალ გადაწყდება მისი საკითხი. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შესაძლებელია, ბლოკი მანაც დატოვოს. ბიძინა ივანიშვილისგან ფულს არ ავიღებ. ვისაც არ მოსწონს ჩემი გადაწყვეტილება, შეუძლია წავიდეს, მე გიორგი ვაშაძისთვის არ მითქვამს, მივესალმები, თუ დარჩება", - განაცხადა ბურჭულაძემ

შეგახსენებთ, რომ გირჩმა ბლოკი დღეს დატოვა. ამის შესახებ გირჩმა სპეციალური განცხადება გააკეთა.

კომენტარები