ქურდობა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა გაქურდეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, კომპიუტერი მოიპარეს, რომელშიც, სავარაუდოდ, საფინანსო სამსახურის სამუშაო დოკუმენტაცია ინახებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 1-დან 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 

კომენტარები