იარაღის უკანონო შენახვა

შსს: საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მივაკვლიეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოიღეს დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. გამოძიების მტკიცებით, საბრძოლო მასალა 2009-2011 წლების განმავლობაში ჩამარხეს.

"სამართალდამცველებმა სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე და გორის რაიონში, ქვის სამტვრევი ქარხნის მიმდებარედ, ტყის მასივში, მიწის ქვეშ იპოვეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. პიროტექნიკური, ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამარხში ნაპოვნი 3062 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატების, "РПК" ხელის ტყვიამფრქვევისა და სხვა იარაღისთვის. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად. აღნიშნულ სამარხში ნაპოვნი იქნა, ასევე, დანიშნულებით გამოსაყენებლად ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული: 3 ერთეული „ОШ" ტიპის ცეცხლგამტარი ზონარი; 3 ერთეული „МОН-50" ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი; 1 ერთეული ამფეთქ-ცეცხლგამჩენი მუხტი; ტროტილის 39 კოჭა; 7 ერთეული „ВУЗ-4" ტიპის ამფეთქი მოწყობილობა; 2 ერთეული ნაღმის ამფეთქის ელექტრო-დამრტყმელი მოწყობილობა; 3 ერთეული ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერება; 6 ერთეული ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერების 500 გრამიანი კოჭა; 42 ერთეული ელექტროდეტონატორი; 1 ერთეული „РПГ-26" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი; 60 მმ-იანი ნაღმმტყოცნისთვის განკუთვნილი 1 ნაღმი; 40 მმ-იანი ლულისქვეშა ყუმბარმტყოცნისთვის განკუთვნილი 31 ერთეული „ВОГ-25" ტიპის გასროლა; 1 ერთეული „Ф-1" ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული „РГД-5" ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 3 ერთეული „РГ-42" ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 2 ერთეული „GHO-1" ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 5 ერთეული „ПТМ-3" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 2 ერთეული „УЗРГМ" ტიპის ამფეთქი ფალია; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 2 ერთეული „FD-1" ტიპის ამფეთქი ფალია; 12 ერთეული „МД" ტიპის დეტონატორი; 4 ერთეული კაფსულ-დეტონატორი; 1 ერთეული ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი „УЗРГМ" ტიპის ამფეთქი ფალიის დეტონატორი; 1 ერთეული დეტონატორის გადამყვანი სამარჯვი; 21 ერთეული ამფეთქი კაფსულა; 17 ერთეული ელექტრო გასართი; 1 ერთეული „ТМ-62" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; „ТМ-62" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმისთვის განკუთვნილი 1 ერთეული „МВЧ-62" ტიპის ამფეთქი", - აცხადებს შსს.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა თბილისში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივშიც ამოიღეს.

"სროლისთვის ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული, რუსეთის წარმოების, 9მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტი; კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩი; ქარხნული წესით დამზადებული, 7,62 მმ კალიბრის 40 ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, რომელიც განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისთვის; ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრის 10 ცალი სამხედრო - სპეციალური დანიშნულების ,,СП-6" ვაზნები, განკუთვნილი ამავე კალიბრის იარაღებისთვის; ქარხნული წესით დამზადებული, სპეციალური დანიშნულების,,НРС" მოდელის 7,62 მმ კალიბრის მზვერავის სასროლი დანა; 2 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „РГД-5" ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „РГО" ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 2 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „УЗРГМ" ტიპის ამფეთქი ფალია; 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „УДЗ" ტიპის ამფეთქი ფალია; 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „M-80" ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „РПГ-22" ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი", - წერია შსს-ს განცხადებაში.

ასევე, სამართალდამცველებმა სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში, მიწის ქვეშ იპოვეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის, ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა: 1 ერთეული კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრის, "AKC-74" მოდელის ავტომატი; 1 ერთეული კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრის "AK-74" მოდელის ავტომატი; ავტომატებისთვის განკუთვნილი 1 ცალი კონდახი, 2 ცალი სახელური და 1 ცალი კომპენსატორი.

"სამართლდამცველებმა მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში, მიწის ქვეშ ნახეს და ამოიღეს ტყვიამფრქვევისთვის, ავტომატებისთვის, კარაბინებისა და სხვა იარაღისთვის განკუთვნილი 1297 ცალი ვაზნა; 38 ცალი მჭიდი; 2 ერთეული „РГД-5" ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 4 ერთეული „РГН" ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული „РГО" ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული საბოლე კოჭა; 1 ერთეული ტროტილის 75 გრ-იანი კოჭა; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 2 ერთეული „УЗРГМ" ტიპის ამფეთქი ფალია; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 5 ერთეული „УДЗ" ტიპის ამფეთქი ფალია; 8 ერთეული „РГД-5" ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული „Ф-1" ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; „M 79" ტიპის ყუმბარმტყორცნისათვის განკუთვნილი 5 ერთეული გასროლა; 40 მმ-იანი ლულისქვეშა ყუმბარმტყოცნისთვის განკუთვნილი 6 ერთეული „ВОГ-25" ტიპის გასროლა და ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 9 ერთეული „УЗРГМ" ტიპის ამფეთქი ფალია", - აცხადებს შსს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ამასთან, შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად ჩატარდა.

კომენტარები