GfK - თბილისი: ენმ 24.4%, ოცნება 23.3%, თავდემები 5.1%, ლეიბორისტები 4.6%

gfk

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GfK-ის კვლევის მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, თბილისის მოსახლეობის 24.4% , მათგან ვინც არჩევნებზე მისვლას აპირებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 23.3% კი ქართულ ოცნებას მისცემს ხმას. მესამე ადგილზე თავისუფალი დემოკრატები არიან 5.1%-ით, მეოთხე ადგილზე კი ლეიბორისტული პარტია 4.6%-იანი მხარდაჭერით. 
2.6%-იანი მხარდაჭერა აქვს პატრიოტთა ალიანსს, მას პაატა ბურჭულაძის პარტია სახელმწიფო ხალხისათვის (1.5%) და ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიული მოძრაობა (1.4) მოჰყვებიან.

გამოკითხულთა 4.3% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არცერთ პარტიას არ მისცემს. პასუხზე უარი თქვა 7.5 %-მა, ხოლო "მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია" – 23.7%.

წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2016 წლის 12-25 სექტემბერს მოხდა, საქართველოს მასშტაბით, პირდაპირი გამოკითხვის გზით. შესაძლო ცდომილება +/–2.1%-ია. გამოიკითხა 2200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნია.
გამოყენებული იყო საქართველოს მოსახლეობის ალბათური ნიმუში, რომელიც მიზნად ისახავს, ასახოს საქართველოს მოსახლეობის მთელი სპექტრი. გამოკითხულთა შერჩევა ემყარებოდა შემთხვევითობის პრინციპს. შედეგები ემყარება ამომრჩეველთა პასუხებს კითხვარებზე, რომელიც გამიზნულია, ასახოს გამოკითხვაში მონაწილე თითოეული ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი კონკრეტულ საკითხზე.
გამოყენებულ იქნა კვლევის მონაცემების კორექტირება დემინგის განმეორებითი პროპორციული ალგორითმის გამოყენებით იმისთვის, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემები - ასაკი, სქესი, განათლების დონე, დასახლების ტიპი და რეგიონი ისე, რომ საბოლოო შედეგი ასახავდეს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის გადანაწილებას ამ მონაცემებით ბოლო აღწერის შესაბამისად.
კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარდა.

კომენტარები