არჩევნები 2016

მარნეულის ოლქის 48-ე უბანზე ქვებს ისვრიან და იყენებენ ხელკეტებს

მარნეულის ოლქის 48-ე უბანზე დაპირისპირებაა. მოქალაქეთა ჯგუფები ქვებს ისვრიან და მინებს ამსხვრევენ. ისინი საარჩევნო უბანზე შეჭრას ცდილობენ და ხელკეტებს იყენებენ. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. რუსთავი ორის ცნობით, ერთ-ერთი მოქალაქე უბანზე შესვლას და მარკირების ხელმეორედ გავლას ცდილობდა, სწორედ ამას მოჰყვა ინციდენტი. მარნეულის ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატის აჰმედ იმამ კულიევის თქმით კი, ქართულმა ოცნებამ არჩევნების გაყალბება სცადა. დაპირისპირება გაგრძელდა როგორც უბანზე, ასევე ტერიტორიის გარეთ. ბლოკირებულია შენობა.

ჯერჯერობით, უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე. შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ დაშავებულებსა და დაკავებულებზე ინფორმაციას მოგვაწვდიან.

ამასთან, ქართული ოცნების მტკიცებით, არეულობას მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში არეულობას გეგმავენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი და მისი მხარდაჭერები.

კომენტარები